სოლიდარობა უკრაინას

28 თებერვალი 2022, 09:08 859 ნახვა

უკრაინაში რუსეთის შეჭრას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში  მოსახლეობა აპროტესტებს. ბერლინში, პარიზში, ბარსელონაში, სტოკჰოლმში,  ვენაში საპროტესტო  და მხარდასაჭერი გამოსვლები  ყოველდღიურად მიმდინარეობს.  ისინი უკრაინის დროშებით და ტრანსფარანტებით  სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს და რუსეთის აგრესიულ ქმედებებს გმობენ.

ევროპის მცხოვრებლები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ითხოვენ და ევროპას მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

დაკავებებით დასრულდა ბელარუსიაში  გამართული აქცია, უკრანის მხარდასაჭერ აქციაზე  530 ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი „ვიასნა“ ავრცელებს. მინსკში აქციის მონაწილეებმა უკრაინის საელჩოს წინ დროშები და  ყვავილები მიიტანეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი