არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში და წლის შეჯამება. ''შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის'' ხელმძღვანელმა პარტნიორი ორგანიზაციები დააჯილდოვა. თანადგომისა და თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი სამთავრობო უწყებებს, უმაღლეს სასწავლებლებსა და მედია ორგანიზაციებს გადაეცათ. პრობლემების აქტიურად გაშუქებისთვის ჯილდო მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ. დაჯილდოვების პარალელურად, შეაჯამეს პროექტი ''ახალგაზრდული მერია''. არასამთავრობო ორგანიზაცია 4 წლის წინ დაფუძნდა.