უკრაინული მხარის ინფორმაციით, ომის პირველი სამი დღის განმავლობაში გაანადგურეს მოწინააღმდეგის 27 თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი, 146 ტანკი და 706 საბრძოლო მანქანა.
24-დან 26 თებერვლის ჩათვლით, უკრაინაში განადგურებულია 4300 რუსი ოკუპანტი. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. უწყების თანახმად, ეს რიცხვი დასაზუსტებელია.
ანა მალიარმას ინფორმაციით, განადგურებულია:
თვითმფრინავები - 27
ვერტმფრენები - 26
ტანკი - 146
საბრძოლო ჯავშანმანქანები - 796
ქვემეხები - 49
ბუკი - 1
გრადი - 4
საავტომობილო ტექნიკა - 30
ცისტერნები - 60
უპილოტო საფრენი აპარატი- 2
ხომალდი/კატერი - 2.