რუსული ჯარები ხარკოვში შევიდნენ - რამდენიმე ქალაქში თავდასხმის შესახებ გაფრთხილება ვრცელდება

27 თებერვალი 2022, 10:16 1751 ნახვა

რუსული ჯარები ხარკოვში შევიდნენ - ამის შესახებ უკრაინული მედია სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრზე დაყრდნობით წერს. 

მათვე ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების ლიკვიდირების ოპერაცია დაიწყეს. მთავრობა მოქალაქეებს მიმართავს, ქუჩებში არ გამოვიდნენ.

"არ დატოვოთ თავშესაფრები! უკრაინის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ მტერს. მშვიდობიან მოსახლეობას ვთხოვთ, არ გამოვიდნენ ქუჩებში“, - განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალიზაციის ხმა ვრცელდება უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქში: დასავლეთში-რივნეში, ჩრდილო-დასავლეთით ლუცკში და კიევში.

აღნიშნულ ქალაქებშიც, მოქალაქეებს მოუწოდებენ თავი უსაფრთხო თავშესაფარს შეაფარონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში