აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა რუსეთის რამდენიმე ბანკის „სვიფტის“ სისტემიდან გათიშვის გადაწყვეტილება მიიღეს - ევროკომისიის პრეზიდენტი 

27 თებერვალი 2022, 08:42 1055 ნახვა

აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა რუსეთის რამდენიმე ბანკის „სვიფტის“ სისტემიდან გათიშვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„აშშ-სთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, კანადასთან და დიდ ბრიტანეთთან კოორდინაციით, ევროკავშირის ლიდერებს შევთავაზებ ახალ ზომებს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი პასუხი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრაზე და ზიანი მივაყენოთ პუტინის უნარს დააფინანსოს საკუთარი საომარი მანქანა.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, უზრუნველვყოთ, რომ რუსული ბანკების გარკვეული რაოდენობა ამოღებულ იქნას SWIFT-იდან. ეს შეაჩერებს მათ ოპერირებას მთელ მსოფლიოში და ეფექტურად დაბლოკავს რუსეთის ექსპორტსა და იმპორტს"-  ნათქვამია ურსულა ფონ დერ ლაიერის განცხადებაში.

თავის მხრივ ბანკთაშორისო გადარიცხვების სისტემამ (SWIFT) გუშინ განაცხადა, რომ  მზად არიან აღვასრულონ გადაწყვეტილება, მისი სამართლებრივი გაფორმების შემდეგ.

ლანა ძაძამია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში