თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ევროკომისიასთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და კანადასთან ერთად, აშშ მხარს უჭერს ზოგიერთი რუსული ბანკის გაძევებას SWIFT-დან, რომელიც აკავშირებს ათასობით საფინანსო ინსტიტუტს მთელს მსოფლიოში. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ეს უზრუნველყოფს ამ ბანკების გათიშვას საერთაშორისო საფინანსო სისტემიდან, რაც და დააზარალებს მათ გლობალურ ფუნქციონირებას“, - წერენ ისინი ერთობლივ განცხადებაში, ასევე პირობას დებენ, რომ მიიღებენ „შემზღუდავ ზომებს, რომლებიც ხელს შეუშლის რუსეთის ცენტრალურ ბანკს თავისი საერთაშორისო რეზერვების განთავსებაში“, შეზღუდავს „ოქროს პასპორტების“ გაყიდვას, რაც რუს ოლიგარქებს საშუალებას აძლევს თავიდან აიცილონ უკვე დაწესებული სანქციების დიდი ტვირთი.