ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის საქმე

22 დეკემბერი 2016, 00:00 2070 ნახვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში უკვე ორ საათზე მეტია ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონის საქმიანობისთვის დისკრიმინაციული ხელშეშლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მუსლიმი მოსწავლეების პანსიონის ადმინისტრაციის, თანამშრომლებისა და ბენეფიციარების ინტერესებს სასამართლოს წინაშე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი წარმოადგენს.შეგახსნებეთ, 2016 წლის 19 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმიანობისთვის დისკრიმინაციული ხელშეშლის საქმეზე დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა და სიმბოლური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება განსაზღვრა კერძო პირების მიმართ, თუმცა მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაციას ადგილი არ ქონია.სააპელაციო საჩივარში იემსი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სწორედ იმ ნაწილში ასაჩივრებს, რომელშიც სასამართლომ არ დაადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის ნაწილში მითითებულია, რომ მუსლიმი თემის უფლებების ხელშეშლა არსებითად პოლიციის დემონსტრაციული უმოქმედობის და არაეფექტიანი პრევენციული პოლიტიკის შედეგია. აღსანიშნავია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრეს კერძო პირებმა, რომელთა მიმართაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი