საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა ამ წუთებში იწყება. გავრცელებული ინფორმაციით, კრებაზე სხვა თემებთან ერთად პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო დღეების აღსანიშნავ ღონისძიებებზე იმსჯელებენ. შესაძლოა ერთ-ერთ საკითხად სასულიერო პირებს შორის არსებული დაპირისპირებაც განიხილონ. სხდომას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს. წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება. განჩინება სავარაუდოდ, დღის ბოლოს გამოქვეყნდება.