ომის მეორე დღე უკრაინაში

25 თებერვალი 2022, 10:01 497 ნახვა

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთის ძალებმა ომის პირველი დღის სამხედრო მიზნებს სავარაუდოდ, ვერ მიაღწიეს.

„ბიბისის“ ცნობით, სადაზვერვო ცნობებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.თავდაცვის უწყების ცნობით, დიდი ალბათობით, ჩერნობილის ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორია რუსეთის ძალებმა დაიკავეს, ხოლო არსებული ცნობებით, ობიექტის თანამშრომლები რუსი სამხედროების მიერ არიან დაკავებული. ამასთან, ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის არმიამ მოიგერია რუსული დანაყოფების შეტევა ჩერნიგოვზე

ბრიტანული მხარე აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსულ სამხედრო დანაყოფებს მწვავე წინააღმდეგობა გაუწიეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში