კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდების შედეგად ცხრასართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა.
მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
„სასწრაფო დახმარების მანქანებს ადამიანები საავადმყოფოებში გადაჰყავთ. ადგილზე სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. არსებობს სახლის ჩამონგრევის საშიშროება“,- აცხადებს კლიჩკო.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის განცადებით, რუსული თვითმფრინავი კიევის დარნიცკის რაიონში ჩამოაგდეს.