ვითხოვთ რუსეთის SWIFT-დან გათიშვას - ზელენსკი

24 თებერვალი 2022, 20:56 1172 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მსოფლიოს საბანკო საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოებიდან (SWIFT) გათიშვას ითხოვს.

"რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისგან დამატებითი მძიმე სანქციების პაკეტი ახლოვდება. ყველა დეტალი განვიხილე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად. ჩვენ ვითხოვთ რუსეთის გათიშვას SWIFT-დან (მსოფლიოს საბანკო საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოებიდან), უკრაინის საჰაერო სივრცის (რუსეთისთვის) ფრენისთვის აკრძალულ ზონად გამოცხადებასა და სხვა ეფექტურ ნაბიჯებს, რათა შევაჩეროთ აგრესორი" - წერს "ტვიტერზე" პრეზიდენტი ზელენსკი.

საკითხს ასევე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და დასავლეთს რუსეთის SWIFT-დან გათიშვა მოსთხოვა.

""მე არ ვიქნები დიპლომატიური ამაზე. ყველას, ვისაც ეჭვი ეპარება, უნდა გაირიცხოს თუ არა რუსეთი SWIFT-ის საგადასახადო სისტემიდან, უნდა ესმოდეს, რომ უდანაშაულო უკრაინელი კაცების, ქალებისა და ბავშვების სისხლი მათ ხელებზეც იქნება. გარიცხეთ რუსეთი SWIFT-ის საგადასახადო სისტემიდან" - წერს კულება.

გერმანიის კანცლერმა SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის ჩახსნასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის წინადადებას უარით უპასუხა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი