ქობულეთში, ისპანის ჭაობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

23 თებერვალი 2022, 21:12 1432 ნახვა

ხანძარია ქობულეთში, ცეცხლი ისპანის ჭაობის მიმდებარე ტერიტორიაზეა გავრცელებული.

თავდაპირველად ცეცხლი დღისით, ყოფილი აგურის ქარხანის ტერიტორიაზე გაჩნდა, რომელიც მეხანძრეებმა ჩააქრეს. ხანძრის ახალი კერები კი საღამოს ჭაობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლის კერა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, მათივე ინფორმაციით ხანძარი ლოკალიზებულია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში