რუსეთის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც იმეორებს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას - პრემიერი 

22 თებერვალი 2022, 01:20 1237 ნახვა

რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ და სამწუხაროდ, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას იმეორებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

"რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მიმართ და, სამწუხაროდ, იმეორებს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. 

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი