25 თებერვალს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ახალი სეზონი იწყება. ეროვნული ლიგის გახსნითი მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება.
მოქმედი ჩემპიონი ბათუმის ''დინამო'' ლიგაში აღზევებულ ბოლნისის ''სიონს'' უმასპინძლებს. შეხვედრა 25 თებერვალს 19:00 საათზე დაიწყება.
შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების რეალიზება 22 თებერვლის დილის 10 საათიდან biletebi.ge-ზე დაიწყება.
სტადიონის სალაროებში კი ბილეთები 23 თებერვლიდან გაიყიდება. ბილეთის ფასი 5, 10 და 25 ლარი იქნება.
სტადიონის შესასვლელი კარი მატჩის დღეს 2 საათით ადრე გაიღება.