მახვილაურში მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფას ან კონპენსაციას ითხოვენ. ამ მიზეზით მათ ავტობანის მშენებლობის ადგილას აქცია გამართეს.
ამბობენ, რომ შემოვლითი გზის მშენებლობის გამო დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები და ირწმუნებიან, რომ ადგილზე ცხოვრება სახიფათოა.
ადგილზე იმყოფებოდა მახვილაურის გამგებელი, რომელიც აცხადებს, რომ ტერიტორიიდან, სადაც სამხარაულის დასკვნა არსებობდა რვა ოჯახი გაიყვანეს, სხვა საცხოვრებლები კი ავარიულად არ შეფასდა.
ადგილზე იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. მისი განცხადებით, ტერიტორიაზე ავტობანის მშენებლობა მოსახლეობის პროტესტის გამო ამ ეტაპზე შეჩერებულია.