საქართველოში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი

21 თებერვალი 2022, 10:49 979 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 19 242 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 351 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 329, „პისიარ“ ტესტით – 7 022.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 26,02%, ბოლო 14 დღის – 31,28%, ბოლო შვიდი დღის – 29,97%.

სულ ჩატარდა 2 797 346 აცრა, დღიურად აცრილია 342.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი