ქედის მერიამ 100 ათასი ლარის ღირებულების თუნუქის ფურცლები შეიძინა, რომელსაც ქედაში მცხოვრებ ოჯახებს გადასცემს - 70-დან 100-მდე ოჯახს, რომელთა სახურავებიც დაზიანებულია და გაწვიმებისას წყალი ჩადის.
მერიაში სახურავების მოთხოვნით 100-მდე განცხადებაა შესული. „სახურავებით დახმარების“ პროგრამას მერია ყოველწლიურად ახორციელებს.