ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი თელ ავივის გრანდ სლემის ვერცხლის მედალოსანია.
57 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ეთერი ფრანგ პრისცილა გნეტოს დაუპირისპირდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში დამარცხდა.
ლიპარტელიანი ასპარეზობაში მე-2 წრიდან ჩაერთო და იტალიელი მირიამ ბოი იპონით დაამარცხა. ამის შემდეგ მეოთხედფინალში ბრაზილიელ თაიანე ლემოსთან გამარჯვება მოიპოვა.
ნახევარფინალში კი ფრანგი ფაიზა მოკდარი ვაზარით დაამარცხა. ტურნირის პირველ დღეს კიდევ 4 ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა, თუმცა ისინი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
18 თებერვალს გრანდ სლემზე კიდევ ოთხი ქართველი გამოვა.