ეკონომიკის ექსპერტები ლარის კურსის ცვალებადობას უკრაინის ფაქტორსაც უკავშირებენ. ასევე კოვიდპანდემურ ეკონომიკის შედეგებზე ამახვილებენ ყურადღებას.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში ცვლილებები, რომელიც მსოფლიოში ან რეგიონში ხდება, აისახება გაცვლით კურსზე - რაც შეეხება ინფლაციას, მისი თქმით, მაჩვენებელმა მარტიდან შემცირება უნდა დაიწყოს.