პრეზიდენტი ზელენსკი გაერთიანებული ძალების რაიონში გაემგზავრა

17 თებერვალი 2022, 14:52 1196 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დონბასში გაერთიანებული ძალების ოპერაციის რაიონში გაემგზავრა.  ამის ამსახველი ვიდეოკადრები ქვეყნის ლიდერმა ინსტაგრამში საკუთარ ექაუნთზე გამოაქვეყნა. 

ზელენსკი აცხადებს, რომ  სახელმწიფო საზღვრის დაცვის სისტემას და სამხედრო პატრულირების წესრიგს გაეცნობა.  მანამდე პრეზიდენტი  რუს კოლეგასთან ტელეფონით დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა კრემლში საუბარზე თანხმობა არ მისცეს.  ამის შესახებ თავად  ზელენსკიმ უკრაინელ ჟურნალისტებს განუცხადა.  

ბევრი ქვეყანა  დიალოგისთვის საკუთარ მოედანს სთავაზობს. არც ერთი ქვეყნისთვის უარი არ გვითქვამს.  ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან  მოლაპარაკებების სხვადახვა ფორმატში ვართ დაინტერესებული - აღნიშნა ზელენსკიმ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი