ფოთში ჩვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დედას აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.
პროკურატურის ცნობით, 10 თებერვალს ფოთში ქალმა განზრახ მოკვლის მიზნით მისი ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა. ჩვილის ცხედარი 14 თებერვალს იპოვეს. იმავე დღეს დააკავეს ბავშვის დედა.
საქმის პროკურორის განცხადებით, არის უტყუარი მტკიცებულებები, რომ ბრალდებულმა ეს დანაშაული ჩაიდინა.