ქანდაკება “ალი და ნინოს” ახალი სიცოცხლე

16 თებერვალი 2022, 17:10 2011 ნახვა

ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, ქანდაკება “ალი და ნინო” განახლებული განათების სისტემით უახლოეს დღეებში განაახლებს ფუნქციონირებას.

"ბათუმის ბულვარის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ღირსშესანიშნაობა "ალი და ნინო" მალე განახლებული განათების და მოძრაობის სისტემით გააგრძელებს ვიზიტორების მოხიბვლას.

სიყვარულის მოძრავ სკულპტურას, ავტორის - თამარ კვესიტაძის, კომპანია “თკ სტუდიო”-ს მიერვე ჩაუტარდა რეაბილიტაცია. საავტორო გადაწყვეტილებით, სრულად შეიცვალა ღამის განათების სისტემა და სკულპტურა ფერადოვანი ეფექტით განათდება.

ქანდაკება “ალი და ნინო” განახლებული განათების სისტემით უახლოეს დღეებში განაახლებს ფუნქციონირებას"- აცხადებენ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი