დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების დღეს გამოვლენილი რაოდენობა, რაც ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული არ ასახავს რეალობას.
ამირან გამყრელიძის თქმით, პორტალზე ტექნიკური სამუშაოების გამო, ყველა მონაცემი ატვირთული არ არის.
„შაბათ-კვირას, როგორც იცით, მიმართვიანობა ისედაც ნაკლებია. მონაცემების ატვირთვასთან დაკავშირებით, პორტალზე იყო ტექნიკური პრობლემები, რადგან პორტალის განახლება მიმდინარეობდა შაბათ-კვირას, ამიტომ დღევანდელი მონაცემებით ვერ ვიმსჯელებთ.
სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ,,ომიკრონის'' ცირკულაციის ფონზე, თანდათანობით დაიწყება კლება. დღეს არის 4 000 შემთხვევა და სამწუხაროდ, 21 გარდაცვალება.
ეს ინფიცირების ციფრი რეალურ სიტუაციას არ ასახავს, რადგან გვაქვს მაღალი დადებითობის მაჩვენებელი, სადღაც 40%“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის 4 028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა კიდევ 21 პაციენტი.