საწვავის ფასი ისევ გაიზრდება

13 თებერვალი 2022, 20:05 1577 ნახვა

საქართველოში საწვავის ფასი შესაძლოა კვლავ გაიზარდოს. ყველაზე მოთხოვნადი ნავთობპროდუქტის ფასის მატებას ეკონომისტები გარდაუვალ ფაქტორად განიხილავენ და აცხადებენ,  რომ მომდევნო თვენახევრის განმავლობაში 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება 3 ლარი და 50 თეთრიდან 4 ლარამდე მოიმატებს, ვინაიდან საექსპორტო საწვავის ბარელის შესყიდვა 74 დოლარის ნაცვლად 94 დოლარამდე გაეზარდათ.

ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში საწვავის რეკორდულ ზრდას გამორიცხავენ, თუმცა აცხადებენ, რომ გაზრდა მოხდება მხოლოდ 5 და 10 თეთრამდე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი