ფერმაში გარდაცვლილი ცოლ-ქმარი იპოვეს. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მოხდა. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ისინი, სავარაუდოდ, მოკლეს. მომხდარს არ ჰყავს თვითმხილველები, რადგან შემთხვევა მოხდა ღამით, დაუსახლებელ ტერიტორიაზე. გვამები გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ამასთანავე, უწყების თქმით, პოლიციამ უკვე დაადგინა სავარაუდო დამნაშავის ვინაობა და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.