თავდაცვის ძალებს „დელტას“ მიერ წარმოებული „დიდგორის“ ტიპის კავშირგაბმულობის მანქანები გადაეცა.
ჯავშანმანქანების გადაცემის ცერემონიალი ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
შვიდი ერთეული ინტეგრირებული ქსელების მანქანა თავდაცვის ძალების მოთხოვნებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით დაპროექტდა და შეიქმნა.