მსოფლიო ლიდერები დიპლომატის მკვლელობის ფაქტს გმობენ

20 დეკემბერი 2016, 00:00 3051 ნახვა

თეთრი სახლი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, გაერო, ევროკავშირი და მსოფლიო ლიდერები გმობენ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის ფაქტს, მას საზარელ აქტს უწოდებენ და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე საუბრობენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს საერთაშორისო  ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ტერაქტად ცნო ინციდენტი გაეროს უშიშროების საბჭომაც. საგანგებო სხდომა რუსეთის ინიციატივით გვიან ღამით შედგა. რუსეთის პრეზიდენტმა  ელჩის მკვლელობის ორგანიზატორებს მკაცრი ანგარიშსწორებით დაემუქრა. ამ პასუხს ბანდიტები თავიანთ თავზე იგრძნობენ - განაცხადა პუტინმა. მომხდარის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით დაუკავშირდა რეჯეპ ტაიპ ერდოღანი. მან პუტინს მომხდარ დანაშაულზე ინფორმაცია პირადად მიაწოდა. რუსეთის ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით სპეციალური ტელემიმართვა გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმა. ერდოპრანი გმობს განხორციელებულ თავდასხმას და მომხდარს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავების მცდელობად და პროვოკაციად აფასებს. მისივე განცხადებით, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის და ვისაც სურდა ამ კავშირისთვის ზიანის მიყენება, მიზანს ვერ მიაღწევს

ამავე კატეგორიაში