აშშ-ის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა საფრანგეთის ლიდერის მიერ რუსეთსა და უკრაინაში განხორციელებული ვიზიტის თაობაზე სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„პრეზიდენტებმა ისაუბრეს იმ მიმდინარე დიპლომატიურ და შეკავების ძალისხმევაზე, რომელიც მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების თავმოყრის საპასუხოდ ხორციელდება“,- აცხადებს თეთრი სახლის პრეს-მდივანი ჯენ პსაკი.