პეზიდენტისა და პრემიერის გამოხმაურება

20 დეკემბერი 2016, 00:00 3131 ნახვა

გერმანიაში მომხდარ ტრაგედიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა. „მინდა გამოვხატო ღრმა მწუხარება ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუთანაგრძნობთ და გვერდში ვუდგავართ დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს“, - აცხადებს  პრეზიდენტი. მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს  პრემიერიც.    “შეძრწუნებული ვარ მომხდარით და დიდ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ცივილიზებულ მსოფლიოს მუქარის არ ეშინია. ჩვენ არ გვეშინია სისასტიკის. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას და ადამიანები შიშის გარეშე იცხოვრებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში- ციტატის დასასრული. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი