საქართველოში კორონავირუსის 25 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 51 პაციენტი

09 თებერვალი 2022, 10:50 695 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 51 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 16 789 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 72 587 კვლევა ტესტით, მათ შორის 47 032 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 555 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 34.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 29.26% ხოლო 7 დღის მანძილზე - 32.45%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 857 შემთხვევა, აჭარა - 2 011, იმერეთი - 3 730, ქვემო ქართლი - 1 421, შიდა ქართლი -1 530, გურია - 642, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 577, კახეთი - 1 253, მცხეთა-მთიანეთი - 597, სამცხე-ჯავახეთი - 437, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 106.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა  219 007. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში