ახალი წლის დადგომამდე 12 დღე რჩება ბათუმში კი ნაძვის ხე ამ დრომდე არ ჩანს. ახალი წლის მთავარი სიმბოლო როგორც გაირკვა გემზე კონტეინერშია, რომელიც ბათუმის პორტში სავარაუდოდ დღეს დადგება. მერიაში ირწმუნებიან, რომ ნაძვის ხის აწყობა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ხვალ დაიწყება და იგი დათქმულ დღეს 25 დეკემბერს აინთება.