საქართველოში ლაბორატორიულად "ომიკრონიდან" "ომიკრონით" რეინფიცირება არ დადასტურებულა

08 თებერვალი 2022, 13:56 879 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში ლაბორატორიულად "ომიკრონიდან" "ომიკრონით" რეინფიცირების შემთხვევები ჯერ არ დადასტურებულა.

მისივე განცხადებით, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შესაძლებელია იყოს, რადგან ლაბორატორიულად ყველა შტამს არ იკვლევენ.

მისივე თქმით, „ბუსტერ“ დოზის გაკეთების შემთხვევაში დაცვის ყველა მაჩვენებელი 99%-მდე იზრდება.

"ორჯერადად აცრილებში ინფიცირებისგან დაცვა გვაქვს 86,9%, ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა გვაქვს 90,6%, 94,1% გვაქვს დაცვა ინტენსიურში მოხვედრაზე და სიკვდილიანობაზე 94,3%. თუ მესამე, „ბუსტერ“ დოზას იკეთებ - ყველა ეს მაჩვენებელი იზრდება 99%-მდე", - განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი