რატომ არ მოეწყო ჯებირი გოგოლის ქუჩაზე?

08 თებერვალი 2022, 11:42 1371 ნახვა

გოგოლისა და ბაქრაძის ქუჩების კვეთაში ჯებირის მოწყობას ითხოვს ოპოზიცია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, რომ პრობლემის გამო ამ ტერიტორიაზე არსებულ სახლებსაც ნგრევა ემუქრება.

ადიდებულმა მდინარემ ერთი წლის წინ ჯებირი მოშალა, სახლები დააზიანა, რის გამოც ოთხი ოჯახი ქირით გაიყვანეს.

დაზარალებული მოქალაქეები ამბობენ, რომ ქირის საფასურს ბათუმის მერია იხდის, თუმცა მათთვის მნიშვნელოვანია ჯებირი დროულად მოეწყოს და სახლები გამაგრდეს.

კომპანია ბონდში აცხადებენ, რომ სამუშაოების დაწყებისას აღმოაჩინეს, რომ მდინარეში სამშენებლო მასალები იყო ჩაყრილი, რასაც დამატებითი კვლევები სჭირდება, სამუშაოები შეაჩერეს.

საკითხზე კომენტარი ბათუმის მერმაც გააკეთა, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ეკოლოგებთან კონსულტაცია უკვე გაიარეს და სამუშაოებს უახლოეს პერიოდში განაახლებენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი