ეპიდემიოლოგიური ვითარება

07 თებერვალი 2022, 20:30 1016 ნახვა

როგორ შეძლებს საქართველო პანდემიის პიკის გადალახვას და შემცირდება თუ არა ინფიცირებულთა რაოდენობა ? - სპეციალისტებს უახლოეს დღეებში უნდა ჰქონდეთ ამ კითხვაზე პასუხი. ეპიდემიოლოგები აუცრელ მოსახლეობას  ვაქცინაციაში ჩართვასა და წესების დაცვისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონეებს.

ვითარების დასტაბილურებამდე მედიკოსები ინფიცირებულთა რაოდენობის ახალი ანტირეკორდების დამყარებას ელიან.

სწორედ მომდევნო ერთი კვირის ეპიდემილოგიური სცენარია საყურადღებო. COVID 19 -ის ერთხელ გადატანა უკვე აღარაფერს ცვლის, რეინფიცირების შემთხვევები 5-ჯერ გაიზარდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ დადასტურებული შემთხვევების მატების ფონზე  ინფიცირებულთა მხოლოდ 3%-ს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია და კლინიკებში არ იზრდება მძიმე პაციენტების რიცხვი.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი