რატომ გაითიშა საბაგირო? - საკითხს აუდიტის სამსახური შეისწავლის

07 თებერვალი 2022, 11:18 1135 ნახვა

ბაკურიანში მიტარბის საბაგიროზე მომხდარი ინციდენტის გამომწვევ მიზეზს ეკონომიკის სამინისტროს  აუდიტის სამსახური შეისწავლის.

სამინისტრო  განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაძლო გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება მკაცრი რეაგირება. 

ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან არსებული საბაგირო რამდენიმე საათით იყო გაჩერებული. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა რა დროსაც  საბაგიროთი დაახლოებით 50-მდე პირი გადაადგილდებოდა.

დამსვენებლები გაჩერებულ საბაგიროზე დაახლოებით 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

"მთის კურორტების განვითარების კომპანიას" საქართველოს 4 მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე, მათ შორის ბაკურიანში საბაგიროები სამართავად აქვს გადაცემული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი