მძიმე ეპიდვითარების ფონზე კვლავ დაბალია ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი რის გამოც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სოფლებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.
დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ოჩხამურის მოსახლეობას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. ნინო ნიჟარაძე ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.