ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია

05 თებერვალი 2022, 22:27 1318 ნახვა

ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი 73 კგ. წონით კატეგორიაში პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია.

ფინალურ შეხვედრაში ლაშა იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს დაუპირისპირდა და ოქროს დროში მეტოქეს მესამე გაფრთხილება მიაღებინა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქრო მოუტანა.

შავდათუაშვილმა მანამდე ბრაზილიელ ჟულიო კოდას, ფრანგ ბენჟამინ გაბას და უზბეკ შახრამ ახადოვს მოუგო.

დღეს პარიზში კიდევ ორმა ქართველმა მოიპოვა მედალი.

ბრინჯაო მედლები ჯაბა პაპინაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვეს.

პირველი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ყულაბაში 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალია.

ხვალ პარიზის ტატამზე კიდევ სამი ქართველი იასპარეზებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი