10%-ით გაუფასურებული ლარი, შემცირებული ექსპორტი, და გზავნილები - უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირების შედეგები საქართველოზე რთულად აისახება. - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად უკიდურესი სცენარის განვითარების შემთხვევაში საქართველოს ქვეყნების მიხედვით მოთხოვნის მიმართ მგრძნობიარე ექსპორტი, გზავნილები და ტურისტული შემოდინებები უკრაინის შემთხვევაში დაახლოებით 30%-ით, ხოლო რუსეთის შემთხვევაში დაახლოებით 10 პროცენტით შემცირდება.