აქცია ბათუმის მერიასთან

10 თებერვალი 2025, 13:21 164 ნახვა

აქციაა ბათუმის მერიასთან. ბაქოს 29 ნომერში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობაში თვითნებურად შესახლებული ოჯახები მერთან ან კომპეტენტურ პირთან შეხვედრას ითხოვენ. 

პროტესტის მიზეზი, მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ  საკუთარი ძალებით აშენებული საერთო სველი წერტილის დაშლა გახდა. საუბარია ხის დამხმარე ნაგებობაზე.

აქციის მონაწილეების თქმით, სველი წერტილის დემონტაჟი მათ მძიმე სოციალურ პირობებს კიდევ უფრო აუარესებს. მოქალაქეები ითხოვენ, რომ ინსპექციამ დაუბრუნოს სამშენებლო მასალები და სველი წერტილის მოწყობის საშუალება მიეცეთ. ამბობენ, რომ მათი მოთხოვნის შესრულებამდე არ დაიშლებიან.

ცნობისთვის, აღნიშნულ მისამართზე არსებული შენობა 21-მა ოჯახმა თვითნებურად ოთხი თვის წინ დაიკავა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში