კოვიდვითარება - 05/02

05 თებერვალი 2022, 15:45 1801 ნახვა

ისევ პირბადე, ისევ დისტანცია და თავყრილობებისგან თავის არიდება, ეს არის სპეციალისტების  უცვლელი რეკომენდაცია. ქვეყანაში ისევ მაღალია ომიკრონის გავრცელების სტატისტიკა.ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 23 134 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 33 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 30%-აღემატება. ვირუსი სწრაფი გავრცელების მიუხედავად დაბალია ვაქცინაციის ტემპი, მათ შორის მედიკოსებში.დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშის მიხედვით  ქვეყანაში ექიმების 20, მედდების 34 და სანიტრების 43 პროცენტი ამ დრომდე  აუცრელია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ მედიკოსებისთვის სავალდებულო ვაქცინაციაზე იმსჯელებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი