აჭარაში ისევ თოვს, მობილიზებულია ტექნიკა

05 თებერვალი 2022, 15:30 1140 ნახვა

ქედაში, შუახევსა და ხულოში- მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს გადასცდა. შიდა სასოფლო გზებზე ამ ეტაპზე მოსახლეობა ფეხით გადაადგილდება, ცენტრალურ გზებს კი ტექნიკა ეტაპობრივად წმენდს.

კურორტ გოდერძის მიმართულებით მხოლოდ მაღალი გამავლობის  და ჯაჭვებით აღჭურვილი ტრანსპორტი მოძრაობს. რაც შეეხება შეზღუდვებს ელექტრო ენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, სოფლების ნაწილს დილის საათებში ელექტრო ენერგია არ მიწოდებოდა. როგორც ენერგო პროში აცხადებენ, სამუშაოები მიმდინარეობს და აბონენტების ნაწილს დენი უკვე მიეწოდება. ნალექი თოვლის სახით მოვიდა ბათუმშიც. ბათუმის წყლის ტექნიკა წმენდს ქუჩებს და ზღვაში შემავალ სანიაღვრე არხებს. ამ ეტაპზე მარილის დაყრის საჭიროება არ არის, როგორც ამას ბათუმის წყალში აცხადებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი