მსჯელობა სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე.შეხვედრა პარლამენტში გაიმართა რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, დასრულების შემდეგ როგორც დეპუტატებმა განაცხადეს, მხარეები შეთანხმდნენ 1 თვის ვადაში საკუთარი გეგმები წარმოადგინონ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.