4 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 2 173 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 818 პირი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 203 238 საიდანაც: 5 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 778. მძიმე პაციენტია 146, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 45 პირი.
1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 182 - თბილისში, 565 - აჭარაში.
195 472 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.