ვაქცინაციის საბჭოს სხდომა

03 თებერვალი 2022, 18:00 1145 ნახვა

ხელისუფლება 6 თვის ვადაში მოსახლოების 70 პროცენტის ვაქცინაციას გეგმავს, თუმცა წინა ჩავარდნილი გეგმის შემდგომ განახლებულ სტრატეგიაში ბევრი არაფერი შეცვლილა, მწვანე პასპორტები კი, რომელსაც ვაქცინირებულთა რიცხვი უნდა გაეზარდა, უკვე გაუქმებულია, რითაც არავაქცინირებულებისთვის ყველა ბარიერი მოიხსნა. 

ასევე დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველო ფაიზერთან მოლაპარაკებას გეგმავს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას გადმოეცეს 12 წლამდე მოზარდების აცრისთვის შესაბამისი დოზები. ვაქცინაციის საბჭომ დღეს იმუნიზაციის 2022 წლის გეგმა განიხილა, რომელიც საბოლოოდ საკორდინაციო საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

დოკუმენტში საუბარია საინფორმაციო კამპანიის გაძლიერებაზე, იმუნიზაციის წახალისების პროგრამაზე. ასევე გეგმის ფარგლებში აქცენტი გაკეთდება „ბუსტერ“ დოზით აცრაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი