საქართველოს სახალხო დამცველის კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე კვლევას აქვეყნებს. შედეგების მიხედვით, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ქალთა უფლებები ირღვევა. ომბუდსმენის აპარატი მათ შორის რამდენიმეს გამოყოფს.
მაგალითად კვლევის დროს გაირკვა, რომ ცვლებს შორის 12-საათიანი შუალედი არ იყო დაცული. გამოვლინდა რამდენიმე ცვლის ერთმანეთზე მიყოლების შემთხვევები, ასევე ისიც, რომ ქალების დატვირთვა გაორმაგდა, როგორც სახლში, ისე დასაქმების ადგილას.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პანდემიამ მნიშვნელოვნად გააუარესა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების ფსიქოემოციური მდგომარეობა. რასაც დამსაქმებლების მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. კვლევაში საუბარია იმაზეც, რომ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალები ხშირად გამხდარან საზოგადოებისგან გარიყვის, დისკრიმინაციის მსხვერპლები, რადგან მათ ინფიცირების მომატებული რისკის მქონე პირებად აღიქვამენ.
კვლევის მიმდინარეობისას სატელეფონო წესით გამოიკითხა ამ სექტორში დასაქმებული 90 ქალი. რესპონდენტებს შორის იყვნენ როგორც ექთნები, ისე ექიმები.
სახალხო დამცველის აპარატი იმედოვნებს, რომ უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდება.