მოსახლეობის პროტესტი ქეთევან წამებულის ქუჩაზე 

03 თებერვალი 2022, 11:45 1415 ნახვა

ქეთევან წამებულის ქუჩაზე მცხოვრებლების პრეტენზია ,,ენერგო პრო ჯორჯიას“.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ ბოლო ერთი თვეა დენი  ხშირად ითიშება, გუშინ კი ტრანსფორმატორიც გაფუჭდა, რამაც პრობლემა ამავე ქუჩის გარდა, მიმდებარე ჩიხებში მცხოვრებ მოსახლეობასაც შეუქმნა.

,,ენერგო პრო ჯორჯიას“ მოუწოდებენ მოაწესრიგონ ტერიტორია  ტრანსფორმატორთან, სადაც როგორც გვითხრეს, სადენები სახიფათოდაა გადაბმული და არ არის იზოლირებული. ტერიტორიის მოწესრიგებისა და შუქის აღდგენის მოთხოვნით აქციაზე გვიან ღამით  ათეულობით ოჯახი შეიკრიბა.  

ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ  შუქი ავარიულად გაითიშა,  უსაფრთხოების მიზნით ღამით სამუშაოები შეჩერდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი