აჭარაში კორონავირუსის 2 334 ახალი შემთხვევა დადასტურდა 

03 თებერვალი 2022, 10:51 1045 ნახვა

3 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 2 334 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 853 ადამიანი. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 196 589 საიდანაც:  5 723 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 786. მძიმე პაციენტია 144, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 46 პირი.

1 969 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 181 - თბილისში, 560 - აჭარაში.

188 897 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 1.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში