საწვავის ფასი 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა. ნავთობიმპორტიორ კომპანიებში საწვავის ფასის ზრდის მიზეზად მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირებას ასახელებენ.
თავის მხრივ, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის გაზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ექსპერტების განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული დისბალანსია.
მეორე მხრივ, ფასის მატებაზე გავლენა ახლო აღმოსავლეთში სანავთობო ინფრასტრუქტურის დაზიანებამ იქონია. როგორც განმარტავენ, ენერგეტიკული ბაზრების შეფერხებას გარკვეულწილად ახდენს რუსეთ- უკრაინას შორის არსებული ესკალაციის რისკიც. საწვავის გაზრდილი ფასის გამო მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს, აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე თვეში ფასი არაერთხელ გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა მყარდება ამის, ფასი მაინც არ იკლებს.