მწვანე პასპორტი ფორმალობა თუ რეალური ბერკეტი? – რესტორატორთა ასოციაციის ბრიფინგი

02 თებერვალი 2022, 14:51 836 ნახვა

,,მწვანე პასპორტი ეს იყო ფურცელზე დაწერილი რეალობა“ - ასე ,,რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე მწვანე საშვის გაუქმებას  ეხმაურება, რომელიც ასევე ამტკიცებს, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაზე საზოგადოების რეაქცია სამი თვით დაგვიანებულია.

შოთა ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ მწვანე პასპორტის შემოღებით თავიდანვე ნათელი იყო,  დოკუმენტი  ვერ იმუშავებდა და კონპროდუქტიული იქნებოდა.

ამასთან ხაზს უსვამს, რომ ყოველთვის მხარს უჭერდა აღნიშნული რეგულაციის დაწესებას, რადგან მას ჰქონდა განსაკუთრებული როლი ვაქცინაციის ტემპის გასაძლიერებლად.  

ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ, ორი თვის წინ, მწვანე პასპორტების ამოქმედებით   ,,ორი კურდღელი“  დაიჭირა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი