ხმაური იყო ცოტა ხნის წინ აბუსერიძის ქუჩაზე, 29ა ნომერ კორპუსთან. ავარიულ სახლთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კამათი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და საქალაქო ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის მოხდა.
ავარიული სახლის მცხოვრებლები ბათუმის მერიისგან დაუყოვნებლივ დახმარებას მოითხოვენ.
ამბობენ, რომ წლებია უკვე ოთხსართულიანი შენობის საძირკველი და კედლები დახეთქილია, მცხოვრებლები კი საფრთხის წინაშე არიან.
ბოლოს გასული წლის აპრილში კედლიდან ბათქაში ჩამოცვივდა რა დროსაც მერია მოქალაქეებს ქირით გაყვანას დაჰპირდა, თუმცა 48 ოჯახიდან ალტერნატიულ საცხოვრებელში მხოლოდ ნაწილი გაიყვანეს.
მუნიციპალური ინსპექციის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ბინებთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რომლის შემდეგაც გადაწყდება რა ბედი ელის კორპუსს.